„დორტმუნდი“ ჰალანდს 2022 წლამდე არ გაუშვებს
„დორტმუნდი“ ჰალანდს 2022 წლამდე არ გაუშვებს

ბუნდესლიგის მეორე გუნდი „დორტმუნდი“ ნორვეგიელ ფორვარდთან ერლინგ ჰალანდთან გამოთხოვებას არ გეგმავს.

გაზეთ „კიკერის“ ინფორმაციით, გერმანულმა კლუბმა იცის თავდამსხმელის მიმართ მადრიდის „რეალის“ ინტერესის შესახებ, მაგრამ ფეხბურთელს 2022 წლის ზაფხულამდე ესპანეთში არ გაუშვებს.

ასევე ნიჭიერი ნორვეგიელით დაინტერესებულები „იუვენტუსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ არიან.

ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჰალანდმა რვა მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა.

დატოვე კომენტარი