დოროთეა ვირერის საბოლოო მიზანი ოლიმპიადაზე გამარჯვებაა
დოროთეა ვირერის საბოლოო მიზანი ოლიმპიადაზე გამარჯვებაა

იტალიელმა ბიატლონისტმა, 2019-2020 წლების მსოფლიო თასის გამარჯვებულმა დოროტეა ვირერმა პეკინის ოლიმპიადის შემდეგ კარიერის შესაძლო გაგრძელებაზე ისაუბრა.

„იმედი მაქვს ოლიმპიადის შემდეგაც ვიასპარეზებ, მაგრამ არასდროს ვიცით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. შესაძლოა, მომავალი სეზონი განსაკუთრებული იყოს, რადგან ჩვენ ჯერ არ ვიცით, თუ რა ფორმატით ჩატარდება ის. ვფიქრობ, რომ ჩემი საბოლოო მიზანი ოლიმპიადაზე გამარჯვება იქნება. მანამდე კი ჯერ ორი წელია დარჩენილი,“ – მოჰყავს ვირერის სიტყვები „ენ-არ-ქეი“-ს (NRK).

შეგახსენებთ, რომ სპორტსმენი 2022 წელს 32 წლის იქნება.