დორინ რეჩანი – მოლდოვა მხარს უჭერს ქართველი ხალხის მშვიდობიანი შეკრების უფლებას და დემოკრატიული მომავლისკენ სწრაფვას, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს შეესაბამება

17:55, 03.12.2024
Dorin Recean, Moldovan president's nominee for prime minister, attends a session of a parliamentary commission in Chisinau, Moldova, February 16, 2023. REUTERS/Vladislav Culiomza

Dorin Recean, Moldovan president's nominee for prime minister, attends a session of a parliamentary commission in Chisinau, Moldova, February 16, 2023. REUTERS/Vladislav Culiomza

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი დორინ რეჩანი ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.

როგორც დორინ რეჩანმა სოციალურ ქსელში დაწერა, მოლდოვა მხარს უჭერს ქართველი ხალხის მშვიდობიანი შეკრების უფლებას და დემოკრატიული მომავლისკენ სწრაფვას, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს.

„ბოლო 5 დღის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ქართველი ხალხის ურყევ ერთგულებას დემოკრატიისა და მათი ევროპული მისწრაფებების მიმართ. მოლდოვა სოლიდარობას გამოხატავს ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათი მშვიდობიანი შეკრების უფლებას და დემოკრატიული მომავლისკენ სწრაფვას, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს“, – წერს დორინ რეჩანი.

მსგავსი