დონოვან მიჩელი ერთ-ერთია იმ სამი კალათბურთელიდან, რომლებსაც ახალი კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა. „იუტას“ ერთ-ერთ ლიდერმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. მიჩელი გულშემატკივრებს კარანტინიდან მიმართავს.
„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ყველაფერი კარგად მიდის. როგორც მედიკოსებმა მითხრეს მე გარკვეული პერიოდი იზოლაციაში ყოფნა მომიწევს. აქედან გამომდინარე ვარ მარტო და კომპიუტერულ თამაშებს ვთამაშობ. მოუთმენლად ველოდები, როდის დავბრუნდები მოედანზე და ყველაფერი ჩვეულ რითმში ჩადგება. ერთი სული მაქვს საუკეთესო ფანების წინაშე, როდის შევძლებ კიდე თამაშს.“