„ბიბისი“ - დონლად ტრამპი და კიმ ჩენ ინი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ
„ბიბისი“ - დონლად ტრამპი და კიმ ჩენ ინი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ

დონლად ტრამპი და კიმ ჩენ ინი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის რიგით მესამე შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, მხარეები ხელახლა შეადგენენ მომლაპარაკებელთა ჯგუფებს, რომლებიც დიალოგს განაახლებენ. ორი ლიდერის პირისპირ შეხვედრა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

დონალდ ტრამპი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე მდებარე დემილიტარიზებულ ზონაში დღეს დილით, სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან ერთად ჩავიდა. მოგვიანებით გაიმართა მისი შეხვედრა კიმ ჩენ ინთან. ამასთან ტრამპმა გადაკვეთა სადემარკაციო ხაზი და აშშ-ის პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელმაც ფეხი ჩრდილოეთ კორეის მიწაზე დადგა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის წინა შეხვერა თებერვალში გაიმართა და ის უშედეგოდ დასრულდა, მაშინ ბირთვული განიარაღების საკითხზე მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.