დონეცკის „შახტარმა“ „რეალი“ ისევ დაამარცხა - ხოჭოლავამ მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა
დონეცკის „შახტარმა“ „რეალი“ ისევ დაამარცხა - ხოჭოლავამ მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა

​დონეცკის „შახტარმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა და მორიგი სენსაციის ავტორი გახდა – უკრაინულმა გუნდმა სამეფო კლუბი ამჯერადაც დაამარცხა.

უკრაინელებმა პირველი მატჩი მადრიდში 2:3 მოიგეს და ცხადია, „რეალი“ „შახტარს“ რევანშის იმედად ესტუმრა. კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში დონეცკელებმა ანგარიში 57-ე წუთზე გახსნეს – თავი დენტილიომ გამოიჩინა, საბოლოო ანგარიში კი ისრაელის ნაკრების ნახევარმცველმა, მანორ სოლომონმა 82-ე წუთზე დააფიქსირა – 2:0 „შახტარის“ სასარგებლოდ.

სამწუხაროდ, მატჩი დათა ხოჭოლავამ ტრავმის გამო გამოტოვა. დონეცკელებს ასევე ვერ დაეხმარა ქართველის პარტნიორი დაცვის ცენტრში სერგეი კრივცოვი და კიდევ ხუთი მოთამაშე, რომელთა უმრავლესობაც ძირითადი შემადგენლობის წევრია. მადრიდის „რეალში“ კი ბელგიელმა ნახევარმცველმა, ედენ აზარმა ასევე ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

ხუთი ტურის შემდეგ, „შახტარი“ B ჯგუფში 7 ქულით მესამე ადგილზეა, ასევე 7 ქულა აქვს „რეალს“, რომელიც დონეცკელებს ურთიერთშეხვედრების სტატისტიკით ჩამორჩება.