დონეცკის „შახტარის“ ლეგენდა - საქართველომ მთელი ევროპა გააოცა, მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ #1TVSPORT
დონეცკის „შახტარის“ ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, ვიქტორ გრაჩოვმა ევრო 2024-ის შესახებ Terrikon.com-თან ისაუბრა და თითოეული ჯგუფი განიხილა, F ჯგუფიდან კი საქართველოს ნაკრები გამოარჩია.
„F ჯგუფში საქართველომ პორტუგალიელების დამარცხებით მთელი ევროპა გააოცა. ან პორტუგალიელები თამაშობდნენ ზერელედ, ან ქართველებს ჰქონდათ მოგების მეტი სურვილი, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ საქართველოს ნაკრების ყველა მატჩს ვუყურე და ვიტყვი, რომ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, რომელშიც მაღალი კლასის ფეხბურთელები თამაშობენ.
საქართველოს ყოველთვის ჰყავდა სწრაფი, მახვილგონიერი, ტექნიკური და ფეხბურთის მცოდნე ჭკვიანი მოთამაშეები. თუმცა, შედეგს ვერ აღწევდნენ, მაგრამ გუნდის ფრანგმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ყველაფერი სწორი მიმართულებით წარმართა“, – განაცხადა ვიკტორ გრაჩოვმა.