დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის ჯარების მიერ ქალაქ დობროპილიეზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

23:55, 08.03.2025

უკრაინის ქალაქ დობროპილიეზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა.

დონეცკის საოლქო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა, დაშავებულია 47 მოქალაქე. დაშავებულთა შორის ხუთი ბავშვია.

რუსეთის ჯარებმა დობროპილიეზე იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს.

თავდასხმას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, როცა „ბარბაროსებთან დათმობაზე მიდიხარ, მსგავსი რამ ხდება, უფრო მეტი ბომბი, მეტი აგრესია, მეტი დაღუპული“.

მსგავსი