დონეცკის ოლქის პროკურატურის ცნობით, დასახლება ნიუ იორკის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა
დონეცკის ოლქის პროკურატურის ცნობით, დასახლება ნიუ იორკის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის ძალების მიერ დონეცკის ოლქის დასახლება ნიუ იორკის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ დონეცკის ოლქის პროკურატურა იტყობინება.

უწყების ცნობით, რუსეთის ძალებმა დასახლებაზე ავიაბომბებით იერიში გუშინ, საღამოს მიიტანეს.

დაშავებულია სამი ადამიანი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

აფეთქების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები.