დონჩიჩისა და კარის სუპერმატჩი - „დალასმა“ „გოლდენ სტეიტს“ სძლია [ვიდეო]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები შედგა. „დალასმა“ რიგით მეორე მატჩი გამართა „გოლდენ სტეიტთან“ და ამჯერად, ორი ქულის სხვაობით მოიგო.

მატჩი ლუკა დონჩიჩისა და სტეფ კარის ბენეფისად იქცა. სლოვენიელმა ტალანტმა 42 ქულა, 7 მოხსნა და 11 პასი მიითვალა. სტეფ კარიმ კი 57 ქულა დააგროვა. საბოლოოდ, გამარჯვება „მავერიკსს“ დარჩა (134:132)

„დალასის“ რიგებში 18 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა კრისტაპს პორზინგისმა. 17 ქულით დაასრულა მატჩი ჯოშ რიჩარდსონმა.

ვორიორზში“ კი სტეფ კარის შემდეგ ყველაზე შედეგიანი 22 ქულით ენდრიუ ვიგინსი გამოდგა. 20 ქულა კი კენტ ბეიზმორის ანგარიშზეა.

 

ნიუ იორკი – პორტლენდი 110:99

საკრამენტო – დენვერი 119:114

ორლანდო – ჩიკაგო 92:118

ფილადელფია – ბრუკლინი 124:108

ატლანტა – ტორონტო 132:121

კლივლენდი – მილუოკი 99:124

ჰიუსტონი – სან ანტონიო 106:111

ოკლაჰომა – მინესოტა 120:118

ნიუ ორლეანი – მემფისი 118:109

ლეიკერსი – დეტროიტი 135:129 (ორი ოვერტაიმის შემდეგ)