დონჩიჩის სამმაგი დუბლით „დალასმა“ „ჰიუსტონი“ დაამარცხა - ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა
11:26, 05.01.2021
5 იანვარს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) 9 შეხვედრა გაიმართა.
პორზინგისის გარეშე დარჩენილი ლუკა დონჩიჩი „დალასს“ წარმატებით ლიდერობს. „კლიპერსის“ განადგურებასთან ერთად, ამჯერად სლოვენიელმა „ჰიუსტონროკეტსი“ 113:100 დაამარცხა. დონჩიჩი შეუჩერებელი იყო, მან ჩვეული სამმაგი დუბლი გაიფორმა და 33 ქულასთან ერთად, 16 მოხსნა და 11 პასი დააგროვა.
დაძაბული შეხვედრა გაიმართა ნიუ ორლეანსში, სადაც მატჩის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა. დროის ამოწურვამდე 2 წამით ადრე, როცა ანგარიში თანაბარი იყო მალკოლმ ბროგდონმა 2-ქულიანი ჩააგდო და საბოლოო ანგარიში „ინდიანას“ სასარგებლოდ დააფიქსირა 118:116. „პელიკანსიდან“ საუკეთესოები ბრენდონინგრამი და ზაიონუილიამსონი იყვნენ, ინგრამმა 31 ქულა, 4 მოხსნა და 8 პასი დააგროვა, ხოლო უილიამსონმა ორმაგი დუბლი მიითვალა, მას 24 ქულასთან ერთად, 10 მოხსნა და 2 პასი ჰქონდა. რაც შეეხება გოგა ბითაძის გუნდს, „პეისერსში“ საუკეთესოები ვიქტორ ოლადიპო და დომანტასსაბონისი იყვნენ. ოლადიპოს მონაგარი ამ მატჩში 25 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი იყო, ხოლო საბონისს 3 პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე, მან 19 ქულა, 11 მოხსნა და 7 პასი დააგროვა.