დონჩიჩის სამმაგი დუბლით „დალასმა“ „ჰიუსტონი“ დაამარცხა – ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა

11:26, 05.01.2021

5 იანვარს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) 9 შეხვედრა გაიმართა.

პორზინგისის გარეშე დარჩენილი ლუკა დონჩიჩი „დალასს“ წარმატებით ლიდერობს. „კლიპერსის“ განადგურებასთან ერთად, ამჯერად სლოვენიელმაჰიუსტონ როკეტსი“ 113:100 დაამარცხა. დონჩიჩი შეუჩერებელი იყო, მან ჩვეული სამმაგი დუბლი გაიფორმა და 33 ქულასთან ერთად, 16 მოხსნა და 11 პასი დააგროვა.

დაძაბული შეხვედრა გაიმართა ნიუ ორლეანსში, სადაც მატჩის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა. დროის ამოწურვამდე 2 წამით ადრე, როცა ანგარიში თანაბარი იყო მალკოლმ ბროგდონმა 2-ქულიანი ჩააგდო და საბოლოო ანგარიში „ინდიანას“ სასარგებლოდ დააფიქსირა 118:116. „პელიკანსიდან“ საუკეთესოები ბრენდონ ინგრამი და ზაიონ უილიამსონი იყვნენ, ინგრამმა 31 ქულა, 4 მოხსნა და 8 პასი დააგროვა, ხოლო უილიამსონმა ორმაგი დუბლი მიითვალა, მას 24 ქულასთან ერთად, 10 მოხსნა და 2 პასი ჰქონდა. რაც შეეხება გოგა ბითაძის გუნდს, „პეისერსში“ საუკეთესოები ვიქტორ ოლადიპო და დომანტას საბონისი იყვნენ. ოლადიპოს მონაგარი ამ მატჩში 25 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი იყო, ხოლო საბონისს 3 პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე, მან 19 ქულა, 11 მოხსნა და 7 პასი დააგროვა.

 

ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა:

 

ორლანდო-კლივლენდი 103:83

https://www.youtube.com/watch?v=xvEvpq5bOkk

 

ფილადელფია-შარლოტი118:101

https://www.youtube.com/watch?v=mzJmWIuH0yU

 

ატლანტა-ნიუ იორკი – 108:113

https://www.youtube.com/watch?v=F6qc9wqj8Ic

 

მაიამი-ოკლაჰომა118:90

https://www.youtube.com/watch?v=XtKY-RasqlQ

 

ტორონტო-ბოსტონი114:126

https://www.youtube.com/watch?v=Xvgu2_58ncc

 

ჰიუსტონი-დალასი 100:113

https://www.youtube.com/watch?v=5saHTP8svYs

 

მილუოკი-დეტროიტი 125:115

https://www.youtube.com/watch?v=SXVPhiAUfx4

 

ნიუ ორლეანსი-ინდიანა 116:118

https://www.youtube.com/watch?v=FpO6JZGVJ-M

 

გოლდენ სტეიტი-საკრამენტო 137:106

https://www.youtube.com/watch?v=ashzl_82CvM

მსგავსი