დონჩიჩის კარიერის მატჩი - დალასმა საკუთარ მოედანზე წააგო
დონჩიჩის კარიერის მატჩი - დალასმა საკუთარ მოედანზე წააგო

ლუკა დონჩიჩმა NBA-ში გადასვლის შემდეგ, კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ლიგის ახალწვეულმა, ტორონტორეპტორზთან“ წაგებულ შეხვედრაში, 35 ქულა 12 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. დალას „მავერიქსი“ დაძაბულ თამაშში, 120:123 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში, აღნიშნულ დაპირისპირებამდე, დალასელებს აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდებდთან, საკუთარ „ემერიქან ეირლაინს არენაზე“ შვიდი მატჩი ჰქონდათ მოგებული და მხოლოდ ერთი წაგებული. ტორონტოს, კავაი ლეონარდმა ულიდერა, რომლმაც 33 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. „რეპტორზი“ კვლავ რჩება აღმოსავლეთის საუკეთესო გუნდად მილუოკისთან ერთად.

დღესვე, „ბაქსმა“ სტუმრად, ოკლაჰომასთან წააგო ანგარიშით 112:118. „ჩისპეიკ ენერჯი არენაზე“ ჩატარებული შეხვედრის ბოლო წუთები საკმაოდ დაძაბული გამოვიდა. „სითი თანდერის“ გამარჯვება, დიდ წილად პოლ ჯორჯის ბრწყინვალე თამაშმა განაპირობა. მასპინძელთა ფორვარდმა, 12 დან 8 სამქულიანი ჩააგდო. ჯორჯმა ჯამში, 36 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა პირად აქტივში. მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა რასელ ვესტბრუკმა. უკანახაზელი ანგარიშზე, 13 ქულა 13 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემაა. ბილი დონოვანის გუნდმა, ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.

ჰიუსტონი-ორლანდო 103:98
ჩიკაგო-კლივლენდი 101:104
კლიპერსი-საკრამენტო 122:108
მინესოტა-იუტა 111:125
სან ანტონიო-ვაშინგტონი 132:119
ნიუ იორკი-მაიამი 97:106
ლეიკერსი-ფინიქსი 116:102