დონჩიჩი საკალათბურთო სამყაროს გაოცებას აგრძელებს - სამმაგი დუბლი „მილუოკისთან“ წაგებულ მატჩში [ვიდეო]
02:38, 22.01.2019
რამდენიმე წუთის წინ „მილუოკიმ“ საკუთარ არენაზე „დალასი“ უპრობლემოდ, 10 ქულის სხვაობით, 116-106 დაამარცხა. „მავერიკსის“ სლოვენიელმა ახალწვეულმა კი მორიგი რეკორდი დაამყარა. ლუკა დონჩიჩმაNBA-ში პირველი სამმაგი დუბლი გაიფორმა – 18 ქულა, 11 მოხსნა, 10 პასი, ეს კი ლიგაში დონჩიჩამდე მხოლოდ ერთ კალათბურთელს ჰქონდა ამ ასაკში შესრულებული. ამ მხრივ საუკეთესო შედეგი „ფილადელფიას“ მარკელფულცს აქვს დაფიქსირებული. მიუხედავად სლოვენიელის სამმაგი დუბლისა, „დალასმა“ აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერთან ვერაფერი გააწყო.
რიკ კარლაელის გუნდში ყველაზე მეტი ქულა დონჩიჩის შემდეგ ჯალენბრანსონის ანგარიშზეა (16). მასპინძელთა შორის მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა გიანისანტეტოკუნმპომ, მან 31 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 21 ქულა ჰქონდა ერიკ ბლედსოუს. 19 ქულით დაასრულა მატჩი მალკოლმ ბროგდონმა.