დონჩიჩი საკალათბურთო სამყაროს გაოცებას აგრძელებს - სამმაგი დუბლი „მილუოკისთან“ წაგებულ მატჩში [ვიდეო]
დონჩიჩი საკალათბურთო სამყაროს გაოცებას აგრძელებს - სამმაგი დუბლი „მილუოკისთან“ წაგებულ მატჩში [ვიდეო]

რამდენიმე წუთის წინ „მილუოკიმ“ საკუთარ არენაზე „დალასი“ უპრობლემოდ, 10 ქულის სხვაობით, 116-106 დაამარცხა. „მავერიკსის“ სლოვენიელმა ახალწვეულმა კი მორიგი რეკორდი დაამყარა. ლუკა დონჩიჩმა NBA-ში პირველი სამმაგი დუბლი გაიფორმა – 18 ქულა, 11 მოხსნა, 10 პასი, ეს კი ლიგაში დონჩიჩამდე მხოლოდ ერთ კალათბურთელს ჰქონდა ამ ასაკში შესრულებული. ამ მხრივ საუკეთესო შედეგი „ფილადელფიას“ მარკელ ფულცს აქვს დაფიქსირებული. მიუხედავად სლოვენიელის სამმაგი დუბლისა, „დალასმა“ აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერთან ვერაფერი გააწყო.

რიკ კარლაელის გუნდში ყველაზე მეტი ქულა დონჩიჩის შემდეგ ჯალენ ბრანსონის ანგარიშზეა (16). მასპინძელთა შორის მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა გიანის ანტეტოკუნმპომ, მან 31 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 21 ქულა ჰქონდა ერიკ ბლედსოუს. 19 ქულით დაასრულა მატჩი მალკოლმ ბროგდონმა.