ბრექსიტის მომხრეების კრიტიკის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა რუმინეთის მთავრობა გააკრიტიკა. საუბარია ისეთი კანონების მიღებაზე, რომლის გამოც ოპონენტებმა მიიჩნიეს, რომ რუმინეთში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საფრთხეშია.
„შესაძლოა, ძველმოდური ვარ, მაგრამ ამ დრომდე მჯერა, რომ მოსამართლეები და არა პოლიტიკოსები იღებენ გადაწყვეტილებას, თუ ვინ არის დამნაშავე“,- წერს დონალდ ტუსკი , მიკრობგლოგ „ტვიტერში“.
ეს განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
რუმინეთის მთავრობა აპირებს შემოიღოს საგანგებო დეკრეტი, რომელიც ზოგიერთ პირს, მათ შორის პოლიტიკოსებსაც სასამართლოში საქმის ხელახლა განხილვის უფლებას მისცემს.