დონალდ ტუსკმა დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია

09:52, 10.09.2025

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო მთავრობის საგანგებო სხდომას მოიწვია.

სხდომა ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზეა ჩანიშნული.

ასევე, დონალდ ტუსკმა კონსულტაცია გამართა ქვეყნის თავდაცვის უწყებებთან.

ამავდროულად, ბელარუსის საზღვართან პოლონეთის ტერიტორიაზე შემოჭრილი ერთ-ერთი უპილოტო აპარატი იპოვეს.

საინფორმაციო სააგენტო PAP ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაზიანებული დრონი სოფელ ჩოსნუვკასთან ახლოს, მინდორში ჩამოვარდა.

დაშავებულები არ არიან.

მსგავსი