დონალდ ტუსკმა აშშ-ის ხელისუფლებას მოკავშირეების პატივისცემისკენ მოუწოდა
დონალდ ტუსკმა აშშ-ის ხელისუფლებას მოკავშირეების პატივისცემისკენ მოუწოდა

პატივი ეცით თქვენს მოკავშირეებს, რადგან ბევრი არ გყავთ ,- ამ სიტყვებით ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, აშშ-ის ხელისუფლებას, ევროკავშირ-ნატოს თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მიმართა.

დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ევროპას „თითქმის ყოველდღიურად“ აკრიტიკებს.

დონალდ ტუსკის განცხადებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში, ევროპა თავდაცვითი ხარჯების და სავაჭრო პოლიტიკისთვის კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ აშშ ევროპის დასაცავად იმაზე ბევრად მეტს იხდის, ვიდრე თვითონ ევროპელები, რაც ამერიკელი გადამხდელებისთვის სამართლიანი არ არის.