დონალდ ტუსკისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის მთავარ გზავნილებზე ევროპის საბჭო ვიდეომასალას აქვეყნებს

ევროპის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკისა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრაზე ევროპის საბჭო ვიდეომასალას აქვეყნებს.

ვიდეომასალაში სალომე ზურაბიშვილისა და დონალდ ტუსკის შეხვედრის მნიშვნელოვანი მომენტები და მთავარი გზავნილებია მოცემული.

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელს ოფიციალური ვიზიტით 22 იანვარს ეწვია. მან ვიზიტის პირველ დღეს შეხვედრები გამართა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან.