დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს სომხეთის დახმარებას
დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს სომხეთის დახმარებას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი პირობას დებს, რომ ევროკავშირი სომხეთს სამომავლოდაც დაეხმარება. ეს განცხადება დონალდ ტუსკმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის დროს გააკეთა.

დონალდ ტუსკმა სომხეთის განვითარების დინამიკა პოზიტიურად შეაფასა და განაცხადა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს სომხეთის დახმარებას, როგორც ფინანსურად, ასევე ტექნიკურად.

თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა დონალდ ტუსკთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ სურს, რაც შეიძლება მალე მოხდეს ევროკავშირსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის დოკუმენტის რატიფიცირება.