დონალდ ტუსკის ცნობით, პოლონეთში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომელიც სამთავრობო შენობების თავზე დაფრინავდა
პოლონეთში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომელიც სამთავრობო შენობების თავზე დაფრინავდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ტუსკი წერს, რომ პოლონეთის სახელმწიფო დაცვის სამსახურმა 15 სექტემბერს გაანეიტრალა დრონი, რომელიც სამთავრობო და პოლონეთის პრეზიდენტის რეზიდენციის შენობის თავზე დაფრინავდა.
„ბელარუსის ორი მოქალაქეა დაკავებული. პოლიცია იძიებს მომხდარის გარემოებებს“, – წერს ტუსკი.
Przed chwilą Służba Ochrony Państwa zneutralizowała drona operującego nad budynkami rządowymi (Parkowa) i Belwederem. Zatrzymano dwóch obywateli Białorusi. Policja bada okoliczności incydentu.
— Donald Tusk (@donaldtusk) September 15, 2025