დონალდ ტუსკი – ვერაფერი და ვერავინ გაანადგურებს უკრაინას და მის პრეზიდენტს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში
ვერაფერი და ვერავინ გაანადგურებს უკრაინას და მის პრეზიდენტს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ზელენსკისთან დღევანდელი საუბრის შემდეგ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ვერაფერი და ვერავინ გაანადგურებს უკრაინას და მის პრეზიდენტს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მე დავარწმუნე, რომ მას შეუძლია, დაეყრდნოს პოლონეთისა და ევროპის სრულ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ“, – აცხადებს დონალდ ტუსკი.
Po dzisiejszej rozmowie z @ZelenskyyUa jestem absolutnie pewien, że nikt i nic nie złamie Ukrainy i jej Prezydenta w ich walce przeciwko rosyjskiej agresji. Zapewniłem go, że może liczyć na pełną solidarność Polski i Europy z narodem ukraińskim.
— Donald Tusk (@donaldtusk) October 11, 2026