დონალდ ტუსკი – უსაფრთხოების გარანტიებში აშშ-ის მონაწილეობა წარმატებაა, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, რომ სამშვიდობო შეთანხმების დასრულებამდე დიდი დროა.
დონალდ ტუსკის თქმით, რუსეთს არ უნდა მიეცეს მშვიდობის პირობების კარნახის უფლება.
„ევროპელ ლიდერებთან ღამით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ერთი რამ ცხადია: დასავლეთი და უკრაინა ამ დაპირისპირებას წააგებენ, თუ რუსეთი ჩვენს გახლეჩას და მშვიდობის პირობების კარნახს შეძლებს. უსაფრთხოების გარანტიებში აშშ-ის მონაწილეობა წარმატებაა, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან“, – წერს ტუსკი.
Po nocnych rozmowach z liderami państw europejskich pewne jest jedno: Zachód i Ukraina przegrają tę konfrontację, jeśli Rosja zdoła nas podzielić i podyktować warunki pokoju. Sukcesem jest deklaracja udziału USA w gwarancjach bezpieczeństwa. Ale do finału rozmów wciąż daleko.
— Donald Tusk (@donaldtusk) December 29, 2025