დონალდ ტუსკი – უნგრეთი არის და იქნება ევროკავშირის წევრი, ვიქტორ ორბანმა და მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა დიდი ხნის წინ დატოვეს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ, უნგრეთისგან განსხვავებით, უნგრეთის ხელმძღვანელობამ ევროპა დიდი ხნის წინ დატოვა.
როგორც ტუსკი სოციალურ ქსელში წერს, უნგრეთი არის და იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
„უნგრეთი არის და იქნება ევროკავშირის წევრი. ვიქტორ ორბანმა და მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა დიდი ხნის წინ დატოვეს“,- წერს ტუსკი.
Hungary is and will be in the European Union. Victor Orbán and his foreign minister left Europe long ago.
— Donald Tusk (@donaldtusk) March 31, 2026