დონალდ ტუსკი – თქვენ იცით, რა მაქვს გულში საქართველოსთვის, როგორც ყოველთვის, შეგიძლიათ, ჩემი იმედი გქონდეთ

20:25, 13.12.2023

თქვენ იცით, რა მაქვს გულში საქართველოსთვის, შეგიძლიათ, ჩემი იმედი გქონდეთ, როგორც ყოველთვის, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება მან ბრიუსელში გააკეთა, სადაც ევროკავშირ-დასავლეთ ბალკანეთის სამიტი მიმდინარეობს.

„მე არ მომიმზადებია სპეციალური გზავნილი დღეს საქართველოსთვის, მაგრამ თქვენ იცით, რა მაქვს გულში საქართველოსთვის. თქვენ შეგიძლიათ, ჩემი იმედი გქონდეთ, როგორც ყოველთვის“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.

მსგავსი