დონალდ ტუსკი - რთულია, რუსეთის პოზიციას უწოდო კონსტრუქციული, სავარაუდოდ, ძალიან რთული დღეები გველოდება
ჩვენ წინ რთული დღეები გველოდება, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შეფასებისას განაცხადა.
„ჩვენ არ ვმალავთ, რომ რუსეთის პოზიციას, რთულია, უწოდო კონსტრუქციული. ჩვენ, სავარაუდოდ, ძალიან რთული დღეები გველოდება“, – განაცხადა ტუსკმა.
მისი თქმით, რუსეთის მიერ წამოყენებული პირობები ცეცხლის შეწყვეტისთვის მიუღებელია.
„მიუღებელია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის“, – აცხადებს ტუსკი.