დონალდ ტუსკი - რუსებმა შემოგვთავაზეს 15 მაისიდან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება, თუმცა მსოფლიო ელოდება ერთმნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ცეცხლის უპირობო შეწყვეტის შესახებ
დონალდ ტუსკი - რუსებმა შემოგვთავაზეს 15 მაისიდან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება, თუმცა მსოფლიო ელოდება ერთმნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ცეცხლის უპირობო შეწყვეტის შესახებ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეთავაზებას უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შესახებ.

როგორც დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა, ამჟამად რუსეთისგან ყველა ელოდება თანხმობას საბრძოლო მოქმედებების 30-დღიან შეწყვეტაზე.

„ჩვენი მოწოდების პასუხად რუსებმა შემოგვთავაზეს 15 მაისიდან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება. თუმცა მსოფლიო ელოდება ერთმნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ცეცხლის დაუყოვნებლივი და უპირობო შეწყვეტის შესახებ. უკრაინა ამისთვის მზადაა. მსხვერპლი აღარ უნდა იყოს“, – წერს ტუსკი.