დონალდ ტუსკი - როდესაც ვამბობ საქართველოს, ვგულისხმობ თავისუფლებას, სიამაყეს, გამბედაობას, თქვენ პატარა ქვეყანა, თუმცა დიდებული ერი ხართ

როდესაც ვამბობ საქართველოს, ვგულისხმობ თავისუფლებას, სიამაყეს, გამბედაობას, თქვენ პატარა ქვეყანა, თუმცა დიდებული ერი ხართ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, ბათუმში მიმდინარე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ განაცხადა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.

როგორც დონალდ ტუსკმა აღნიშნა, ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით სტრუქტურულ კონსულტაციებს იწყებს.

„იმედი გვაქვს, რომ ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, აღმოსავლეთ პარტნიორები და მათთან ერთად სამოქალაქო პირები, ბიზნესწრეების წარმომადგენლები. ჩვენთვის აუცილებელია, ერთობლივად ვიფიქროთ, როგორ უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად ის შესაძლებლობები, რომლებსაც აღმოსავლეთ პარტნიორობა გვაძლევს. ახლა, ნება მიბოძეთ, გითხრათ ის, რასაც თავად ვფიქრობ, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და როგორც პოლონელი. ჩემთვის საქართველო არ არის მხოლოდ ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი. როდესაც ვამბობ საქართველოს, ვგულისხმობ თავისუფლებას, სიამაყეს, გამბედაობას. თქვენ პატარა ქვეყანა, თუმცა დიდებული ერი ხართ. თქვენ შეუძლებელს მიაღწიეთ, რადგან ყველა განსხვავების მიუხედავად, ერთი მიზანი გაერთიანებდათ. ეს კი თავისუფალი დამოუკიდებელი და თანამედროვე სახელმწიფოს შექმნა იყო. თქვენ ევროპა და მთელი მსოფლიო გააოცეთ და მოგიწოდეთ, ნუ განცალკევდებით. თქვენ მხოლოდ მაშინ ხართ ერთიანები, როდესაც ძლიერები ხართ. ისევე როგორც მთელი ევროპა“, – განაცხადა ტუსკმა.