დონალდ ტუსკი – ქვეყანა სხვა ევროპული ქვეყნების შეცდომებს არალეგალ მიგრანტებთან დაკავშირებით არ გაიმეორებს და ყველა იმ უცხოელ პირს გააძევებს, ვინც კანონს დაარღვევს

17:49, 18.10.2026

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ქვეყანა სხვა ევროპული ქვეყნების შეცდომებს არალეგალ მიგრანტებთან დაკავშირებით არ გაიმეორებს და ქვეყნიდან ყველა იმ უცხოელ პირს გააძევებს, ვინც ქვეყნის კანონს დაარღვევს.

მან ოფიციალური განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„პოლონეთი არ გაიმეორებს სხვა ევროპული ქვეყნების შეცდომებს და არც მათთვის გადაიხდის. ჩვენ მტკიცედ ვიცავთ საზღვარს არალეგალური მიგრაციისგან, გვაქვს საკუთარი თავშესაფრის პოლიტიკა, ვადეპორტებთ მათ, ვინც არღვევს პოლონეთის კანონს. უსაფრთხოების საკითხებში ჩვენ დაუნდობლები ვიქნებით. ეს არის ის, რაც მე ევროპელ ლიდერებს ბრიუსელში ვუთხარი“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.

ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც საფრანგეთის დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები და შეტაკებები, უკვე რამდენიმე კვირაა, გრძელდება.

მსგავსი