დონალდ ტუსკი – პოლონეთში მხოლოდ იდიოტებს ან მოღალატეებს შეუძლიათ გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის” გამარჯვებით გახარება
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი საქსონია-ანჰალტში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგებს გამოეხმაურა.
როგორც ტუსკი სოციალურ ქსელში წერს, ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმატება პოლონეთში შესაძლოა, მხოლოდ „იდიოტებს ან მოღალატეებს“ უხაროდეთ.
„პოლონეთში მხოლოდ იდიოტებს ან მოღალატეებს შეუძლიათ გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის” გამარჯვებით გახარება. ასეთი ადამიანები საკმაოდ ბევრნი არიან პარტია „კონფედერაციასა“ და პარტია „კანონსა და სამართლიანობაში“, – წერს ტუსკი.
ცნობისთვის, დღეს საქსონია-ანჰალტში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ეგზიტპოლის მონაცემების მიხედვით, ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერობს, რომელმაც ხმათა 44.5%-ის მიღება შეძლო. მეორე ადგილზე კი 18.5 %-ით მმართველი „სოციალ-დემოკრატიული კავშირია“. ეგზიტპოლის მიხედვით, 9.5%-ით მესამე ადგილი უკავია „მემარცხენე პარტიას“.