დონალდ ტუსკი - პოლონეთის ყოფილი გენერალური პროკურორის მიერ ვიქტორ ორბანის მთავრობისთვის თავშესაფრისთვის მიმართვა ლოგიკური არჩევანია
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ყოფილი გენერალური პროკურორისა და იუსტიციის მინისტრის, ბიგნევ ზიობროს მიერ უნგრეთში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას ეხმაურება.
მისი თქმით, ვიქტორ ორბანის მთავრობისთვის თავშესაფრისთვის მიმართვა „ლოგიკური არჩევანია“.
„იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ბატონმა ზიობრომ, რომელიც პოლიტიკური კორუფციის სისტემის ორგანიზატორი იყო, ვიქტორ ორბანის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. ეს ლოგიკური არჩევანია“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, პოლონეთის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და იუსტიციის მინისტრმა, ბიგნევ ზიობრომ და მისმა მეუღლემ, უნგრეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს.
პოლონეთის პროკურატურა ზიობროს ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელობასა და თანამდებობის დანაშაულის ჩასადენად გამოყენებას ედავება. ის 26 დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი.