დონალდ ტუსკი პოლონეთის მთავრობას ანტიგერმანული კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს
დონალდ ტუსკი პოლონეთის მთავრობას ანტიგერმანული კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს

პოლონეთის ოპოზიციის ლიდერი დონალდ ტუსკი ქვეყნის მთავრობას ანტიგერმანული კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, პოლონეთის მმართველი პარტიის მხრიდან გერმანიისთვის მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად კომპენსაციის მოთხოვნის შესახებ გაკეთებული განცხადება პოლონეთის შიდაპოლიტიკური კამპანიის ნაწილია.

„ეს ინიციატივა რამდენიმე წელია, ჩნდება სწორედ მაშინ, როდესაც მმართველ პარტიას პოლიტიკური ნარატივის ჩამოყალიბება უწევს. პარტიის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი არც მალავს, რომ სურთ მხარდამჭერების რიცხვის გაზრდა ამ ანტიგერმანული კამპანიის დროს. თავად კაჩინსკიმაც თქვა, რომ გერმანიისგან კომპენსაციის გადახდას წლები დასჭირდება, ამიტომ პოლონელებისთვის ფულზე საუბარი არ არის“, – განაცხადა ტუსკმა.

შეგახსენებთ, პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა დღეს განაცხადა, რომ ვარშავა გერმანიისგან რეპარაციების სახით 1.3 ტრილიონ ევროს მოითხოვს. ბერლინში განაცხადეს, რომ მთავრობა კომპენსაციის გადახდას არ აპირებს და ეს საკითხი ამოწურულია.