დონალდ ტუსკი – პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, რუმინეთი და ახლა უკვე გერმანია, რუსეთი მთელ რეგიონში დაძაბულობას ზრდის

10:45, 02.09.2026

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ რუსეთი დასავლეთის ქვეყნების დაშინებას ცდილობს.

„პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, რუმინეთი და ახლა უკვე გერმანიაც – რუსეთი მთელ რეგიონში დაძაბულობას ზრდის. ჩვენ ვერ შეგვაშინებენ. ჩვენი პასუხი იქნება უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელება და ნატო-ს ქვეყნებს შორის აგრესორის წინააღმდეგ სრული კოორდინაცია. რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.

ტუსკის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც გერმანიაში განაცხადეს, რომ ლაიფციგში ჰიბრიდულ თავდასხმაზე პასუხისმგებელი რუსეთია.

მსგავსი