დონალდ ტუსკი - პოლონეთი არმიაში ინვესტიციების გაზრდის მიზნით, ბანკების მოგებაზე გადასახადს გაზრდის
პოლონეთი არმიაში ინვესტიციების გაზრდის მიზნით ბანკების მოგებაზე გადასახადს გაზრდის. როგორც პოლონური მედია იუწყება, ამის შესახებ განცხადება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენმა სახელმწიფომ თუ უნდა იზრუნოს სუსტებზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მაღალი ხელფასები, უნდა იყოს უსაფრთხო, ეს კი მოითხოვს უზარმაზარ ინვესტიციებს ჩვენს არმიაში. მაშინ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი ფული“, – თქვა ტუსკმა.
ამასთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ ხელისუფლებას სურს, თავი აარიდოს პოლონელი ოჯახების ფინანსური ტვირთის გაზრდას.
„ვის უნდა დავაკისროთ ტვირთი თუ არა მათ, ვისაც ბევრი ფული აქვს. უმჯობესია, გადასახადი დავუწესოთ ბანკებს, ვიდრე პოლონურ ოჯახებს, მით უმეტეს ბანკები ახლა ძალიან კარგ ფინანსური ფორმაში არიან“ – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
ტუსკის თქმით, მან ზუსტად იცის, რომ ამ იდეას ბევრი მოწინააღმდეგე ეყოლება, თუმცა მას იმედი აქვს, რომ ეს ინიციატივა პოლონეთის პრეზიდენტის მაგიდაზე აღმოჩნდება.
პროექტი ითვალისწინებს ბანკების მოგების 23%-მდე გაზრდას, შემდგომი მატების პერსპექტივით – 2026 წელს 30%-მდე.