დონალდ ტუსკი პიტერ მაგიარს – მე ძალიან ბედნიერი ვარ, თქვენზე ბედნიერიც კი, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ევროპაში
კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ევროპაში, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი წერს.
დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში აქვეყნებს რამდენიმეწამიან ვიდეოს, სადაც ისმის, როგორ ულოცავს პარტია „ტისას“ ლიდერ პიტერ მაგიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას.
„პიტერ, მე ძალიან ბედნიერი ვარ. თქვენზე ბედნიერიც კი ვარ, იცით?“ – მიმართავს პოლონეთის პრემიერი პიტერ მაგიარს.
Welcome back to Europe! 🇵🇱🇭🇺 pic.twitter.com/OycXLz1p6u
— Donald Tusk (@donaldtusk) April 13, 2026