დონალდ ტუსკი - მნიშვნელოვანია, ჩვენი ქმედებები ეფუძნებოდეს წესებს, მსოფლიო წესების გარეშე - ქაოსის სამყაროა
ბრიუსელში მიმდინარე ევროპა-აზიის სამიტის თავმჯდომარე, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი მონაწილე ქვეყნებს აფრთხილებს, მკაფიო წესების გარეშე არ შეეცადონ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას ისეთ გლობალურ საკითხებზე, როგორიცაა ვაჭრობის, კლიმატისა და საერთაშორისო ურთიერთქმედების სფერო.
„ვიმედოვნებ, ჩვენ დავადასტურებთ ვალდებულებას საერთაშორისო გაუვრცელებლობის რეჟიმის მიმართ და ველი დისკუსიებს კორეის ნახევარკუნძულისა და ირანის ყოვლისმომცველ ერთობლივ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.
ვაცნობიერებთ, რომ გლობალური გამოწვევების დაძლევა მხოლოდ ერთობლივი მუშაობითაა შესაძლებელი. ვიმედოვნებ, აზია და ევროპა შეძლებენ გაერთიანებას ამ ბრძოლაში, საერთო ინტერესების გათვალისწინებით. თუმცა, საკითხის მიუხედავად, ნება მომეცით აღვნიშნო, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქმედებები ეფუძნებოდეს წესებს, რადგან მხოლოდ წესებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები გაუძლებენ დროის გამოცდას.
მათ, ვინც უპირატესობას სწრაფ გადაწყვეტილებას ანიჭებს ყოველგვარი მკაფიო წესების გარეშე, ვეტყვი, რომ ეს ამად არ ღირს, რადგან მსოფლიო წესების გარეშე, ეს ქაოსის სამყაროა. მჯერა, შევძლებთ მივაღწიოთ ურთიერთგაგებას ყველა საკითხში, რომელიც ჩვენს მომავალს განსაზღვრავს“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა მისასალმებელ სიტყვაში.
ასემის სამიტზე 51 ქვეყნის წარმომადგენელი, ევროკავშირისა და ასეანის ლიდერები იღებენ მონაწილეობას.