დონალდ ტუსკი – კარგი იქნება, ვიცოდეთ, თუ ვინ არის 28-პუნქტიანი გეგმის ავტორი და სად შეიქმნა ის
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აღნიშნავს, რომ კარგი იქნებოდა, იცოდნენ, თუ ვინ არის აშშ-ის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის ავტორი.
ამის შესახებ დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ევროპის, კანადისა და იაპონიის ლიდერებთან ერთად, ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, რომ, შენიშვნების მიუხედავად, ვიმუშაოთ 28-პუნქტიან გეგმაზე. თუმცა ვიდრე მუშაობას დავიწყებთ, კარგი იქნება, ვიცოდეთ, თუ ვინ არის ამ გეგმის ავტორი და სად შეიქმნა ის“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.
Together with the leaders of Europe, Canada and Japan, we have declared our readiness to work on the 28-point plan despite some reservations. However, before we start our work, it would be good to know for sure who is the author of the plan and where was it created.
— Donald Tusk (@donaldtusk) November 23, 2025