დონალდ ტუსკი – ირანში მყოფმა პოლონეთის მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა

14:00, 19.02.2026

პოლონეთის მოქალაქეებმა, რომლებიც ირანში იმყოფებიან, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, შეიარაღებული კონფლიქტის შესაძლებლობის გამო ევაკუაცია, შესაძლოა, რამდენიმე საათში შეუძლებელი გახდეს.

„გთხოვთ, დაუყოვნებლივ დატოვოთ ირანი… და არავითარ შემთხვევაში არ ჩახვიდეთ ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ტუსკმა.

მსგავსი