დონალდ ტუსკი - ევროკავშირი უკრაინის კონფლიქტის გამო, რუსეთის მიმართ სასანქციო პოლიტიკას განაგრძობს
ევროკავშირი უკრაინის კონფლიქტის გამო, რუსეთის მიმართ სასანქციო პოლიტიკას განაგრძობს. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ევროპარლამენტში სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, 3,5 წლის განმავლობაში ევროკავშირი აქტიურად ეხმარებოდა რუსეთის აგრესიის წინაშე მდგომ უკრაინას და ეს კურსი გაგრძელდება.
რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები ბრიუსელმა 2014 წელს, უკრაინაში განვითრებული კონფლიქტის გამო დააწესა. მოგვიანებით კი სასანქციო სია უფრო გააფართოვა.
აღსანიშნავია, რომ დეკემბერში გახანგრძლივებულ შეზღუდვებს ვადა მიმდინარე წლის 31 ივლისს ეწურება.