დონალდ ტუსკი – ევროკავშირი არავის გასაცურებლად არ შექმნილა, შეიქმნა მშვიდობის შესანარჩუნებლად, ერებს შორის პატივისცემის დასამყარებლად
ევროკავშირი არავის გასაცურებლად არ შექმნილა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რითაც ევროკავშირთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა.
ტუსკის თქმით, ევროკავშირი შეიქმნა მშვიდობის შესანარჩუნებლად.
„პირიქით, ევროკავშირი შეიქმნა მშვიდობის შესანარჩუნებლად, ერებს შორის პატივისცემის დასამყარებლად, რომ შექმნილიყო თავისუფალი, სამართლიანი ვაჭრობა, გაძლიერებულიყო ტრანსატლანტიკური მეგობრობა. ყველაფერი ასე მარტივადაა“, – წერს დონალდ ტუსკი.
შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა: „ევროკავშირი შეიქმნა შეერთებული შტატების გასაცურებლად, ეს არის მისი მიზანი და მათ კარგად გაართვეს ამას თავი“.
The EU wasn’t formed to screw anyone. Quite the opposite. It was formed to maintain peace, to build respect among our nations, to create free and fair trade, and to strengthen our transatlantic friendship. As simple as that. 🇪🇺🇺🇸
— Donald Tusk (@donaldtusk) February 27, 2025