დონალდ ტუსკი - ძალიან ბევრია ევროპაში ისეთი, ვისაც ევროკავშირის გაფართოებაში ეჭვი ეპარება, მე ამაში ეჭვი არ მეპარება
დონალდ ტუსკი - ძალიან ბევრია ევროპაში ისეთი, ვისაც ევროკავშირის გაფართოებაში ეჭვი ეპარება, მე ამაში ეჭვი არ მეპარება

ძალიან ბევრია ევროპაში ისეთი, ვისაც ევროკავშირის გაფართოებაში ეჭვი ეპარება, მე ამაში ეჭვი არ მეპარება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკმა, ბათუმში მიმდინარე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ განაცხადა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.

როგორც დონალდ ტუსკმა აღნიშნა, საქართველოს აქვს პრობლემები უსაფრთხოების კუთხით.

„ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა რთული პოლიტიკური კონტექსტის ფონზე განვითარდა, ევროკავშირსა და რეგიონში უსაფრთხოების სერიოზული პრობლემების ფონზე. საქართველო უნდა ვახსენოთ, როგორც ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგა. თუ აღმოსავლეთ პარტნიორობა არ შეიქმნა კონფლიქტის გადაჭრის მექანიზმად, ეს ფასეულობებისა და პრინციპების საზოგადოებაა, ის რეგიონში სტაბილურობის მხარდაჭერისთვის იღწვის. ძალიან ბევრი კითხვაა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით და თქვენი მომავალი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ერთადერთი არ არის ნება მიბოძეთ აღვნიშნო, რომ ეს კითხვა დღის წესრიგად რჩება. ძალიან ბევრია ევროპაში ისეთი ვისაც გაფართოებაში ეჭვი ეპარება, მე ამაში ეჭვი არ მეპარება. ასეთი რაღაცები მაშინვე არ ხდება. მსგავს გადაწყვეტილებებს კონკრეტული მიღწევების შედეგად იღებენ. ერთი რამ ნათელია: ჩვენ მომავალშიც დავტოვებთ ინიციატივას ევროკავშირსა და ექვს პარტნიორს შორის ურთიერთობის გაღრმავებასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად თითოეულ მათგანთან მათი შესაძლებლობებისა და მისწრაფებებიდა გამომდინარე განსხვავებული მიდგომას უზრუნველვყოფთ“, – აღნიშნა ტუსკმა.