დონალდ ტუსკი - ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკლელობის გარემოება დამატებით განმარტებებს ითხოვს
ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკლელობის გარემოება ითხოვს დამატებით განმარტებებს, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ შეიძლება იდგეს ამის უკან,- ეს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებაა , რომელიც მან ევროპარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. საუდის არაბეთის ხელისუფლება ჟურნალისტის გარდაცვალების მიზეზად საკონსულოში მომხდარ „ჩხუბს“ ასახელებს.
მკვლელობის გამო, დაკავებულია 18 პირი, საუდის არაბეთის დაზვერვის სამსახურიდან ორი მაღალჩინოსანი კი, გათავისუფლებულია. ჩხუბის ვერსიის არ სჯერათ თურქეთში.
ანკარაში ამტკიცებენ, რომ ხაშოგი სპეციალური დანიშნულების რაზმის 15-მა წევრმა მოკლა, ცხედარი კი დაანაწევრა.