დონალდ ტუსკი – „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინის მიწვევამ შესაძლოა, უბიძგოს მოსკოვს, განაგრძოს უკრაინის მიმართ აგრესია

17:13, 24.09.2026

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიწვევამ მაიამიში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე, შესაძლოა, უბიძგოს მოსკოვს, განაგრძოს აგრესია უკრაინის მიმართ, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

„დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინის მიწვევას მშვიდობასთან დაახლოება რომ შეეძლოს, მე აბსოლუტურად მივემხრობოდი. თუმცა, რაც მაშფოთებს და ამავდროულად გამოცდილებაც მკარნახობს, ამ ეტაპზე რუსეთმა სრულიად შესაძლებელია, ეს წახალისებად განიხილოს, განაგრძოს თავისი აგრესიული პოლიტიკა. ამას ვშიშობ“, – აღნიშნა ტუსკმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ 23 სექტემბერს განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიწვეულია და მიწვევის მიღების შემთხვევაში, ტრამპთან და მსოფლიოს სხვა ლიდერებთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნება. რუბიოს თქმით, იმედი აქვს, პუტინი მიწვევას მიიღებს.

ამასთან, 12 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად იყო „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად, თუ რუსეთის პრეზიდენტი მიწვეული იქნებოდა.

მსგავსი