დონალდ ტუსკი – დათმობა ყოველთვის სისუსტის ნიშანია, ევროპას არ შეუძლია, თავს სისუსტის უფლება მისცეს არც მტრების და არც მოკავშირეების წინაშე
ევროპას არ შეუძლია, თავს სისუსტის უფლება მისცეს არც მტრების და არც მოკავშირეების წინაშე, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
მისივე თქმით, დათმობა ყოველთვის სისუსტის ნიშანია.
„დათმობა ყოველთვის სისუსტის ნიშანია. ევროპას არ შეუძლია, თავს სისუსტის უფლება მისცეს არც მტრების და არც მოკავშირეების წინაშე. დათმობა არანაირ შედეგს არ მოიტანს, მხოლოდ დამცირებას. ევროპული გადამჭრელობა და თავდაჯერებულობა მომენტის აუცილებლობად იქცა“, – წერს ტუსკი.
Appeasement is always a sign of weakness. Europe cannot afford to be weak – neither against its enemies, nor ally. Appeasement means no results, only humiliation. European assertiveness and self-confidence have become the need of the moment.
— Donald Tusk (@donaldtusk) January 20, 2026