დონალდ ტუსკი და ვოლოდიმირ ზელენსკი „კარპატების ინტეგრაციის ინიციატივის“ სამიტის ფარგლებში ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავენ

14:48, 18.09.2026

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს უკრაინაში, „კარპატების ინტეგრაციის ინიციატივის“ სამიტის ფარგლებში ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

როგორც დონალდ ტუსკმა სამიტის დაწყებამდე აღნიშნა, ივანო-ფრანკოვსკის ოლქში უპირველეს ყოვლისა იმის საჩვენებლად ჩავიდა, რომ უკრაინა მარტო არ არის.

„უკრაინასა და ყველა ჩვენგანს წინ რთული, გამოწვევებით სავსე თვეები გველის, ამიტომ ასეთ დროს მნიშვნელოვანია სოლიდარობის დემონსტრირება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა დაინახონ, რომ პოლონეთი მათ გვერდით დგას“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, სამიტის ფარგლებში დაგეგმილია ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ საუბარი.

„ჩვენ განვიხილავთ პოლონეთის მონაწილეობას ანტიბალისტიკურ კოალიციაში. დაგეგმილი გვაქვს უფრო ხანგრძლივი შეხვედრა პირისპირ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ორმხრივი ურთიერთობები განვიხილოთ. თუმცა, მთავარი თემა, რა თქმა უნდა, უფრო ფართო რეგიონული თანამშრომლობა იქნება“, – აღნიშნა ტუსკმა.

მსგავსი