დონალდ ტუსკი და ჟან კლოდ იუნკერი ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავენ
დონალდ ტუსკი და ჟან კლოდ იუნკერი ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟან კლოდ იუნკერი ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავენ.

„მივესალმებით, რომ ყველა მხარემ თავშეკავება გამოიჩინა და თავიდან აიცილა კონფრონტაცია. სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ველოდებით თქვენთან თანამშრომლობას“,- ნათქვამია დონალდ ტუსკისა და ჟან კლოდ იუნკერის ერთობლივ განცხადებაში.