დონალდ ტუსკი - ჩვენ უარვყოფთ ყველა მანიპულაციას და დეზინფორმაციას, რომ დრონებით თავდასხმის უკან უკრაინა დგას, პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება
დონალდ ტუსკი - ჩვენ უარვყოფთ ყველა მანიპულაციას და დეზინფორმაციას, რომ დრონებით თავდასხმის უკან უკრაინა დგას, პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მანიპულაცია და დეზინფორმაცია უწოდა ცნობებს იმის შესახებ, რომ პოლონეთში რუსული დრონების შეჭრის უკან უკრაინა დგას.

„ჩვენ უარვყოფთ ყველა მანიპულაციას და დეზინფორმაციას, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ თავდასხმის უკან უკრაინა დგას. პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. ჩვენ სულ უფრო მეტად ვავლენთ მათ, ვინც ამას ავრცელებს, იქნება ეს პოლიტიკური მიზეზების გამო, სისულელის გამო თუ იმიტომ, რომ ისინი მოღალატეები არიან, რომლებიც ემსახურებიან რუსულ პროპაგანდას და დეზინფორმაციას“, – აღნიშნა ტუსკმა.

ცნობისთვის, 10 სექტემბრის ღამეს, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე რამდენიმე დრონმა დაარღვია.