დონალდ ტუსკი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს „სულელურ თამაშებში“ ადანაშაულებს
დონალდ ტუსკი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს „სულელურ თამაშებში“ ადანაშაულებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს „სულელურ თამაშებში“ ადანაშაულებს. ამის შესახებ დონალდ ტუსკმა, მიკორბლოგ „თვითერში“ დაწერა.

„ფსონი ახლა იმაზე კი არ დევს, ვინ მოიგებს ან წააგებს ამ სულელურ თამაშს, არამედ ევროპისა და ბრიტანეთის მომავალზე, ასევე ჩვენი ხალხის უსაფრთხოებასა და ინტერესებზე. შეთანხმება არ გინდათ, გადავადება არ გინდათ, გასვლაზე უარის თქმა არ გინდათ , საით მიდიხართ? „ წერს დონალდ ტუსკი.

ბრიტანეთის პრემიერის ოფისში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკების პროცესი დიდი ხანია გრძელდება, ის ჩაშლის ზღვარზეა.

ბრექსიტის შესახებ საბოლოო სამიტი ბრიუსელში 17-18 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს.