დონალდ ტუსკი – აშშ-ის მიერ მომზადებული სამშვიდობო გეგმა რუსეთმა უარყო და არა ზელენსკიმ, ერთადერთი გამოსავალი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაა
აშშ-ის მიერ მომზადებული სამშვიდობო გეგმა რუსეთმა უარყო და არა ზელენსკიმ, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც ტუსკი წერს, მოცემულ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაა.
„რუსეთის ერთადერთი პასუხი უკრაინის ქალაქებზე შემდგომი სარაკეტო დარტყმები იყო. სწორედ ამიტომ ერთადერთი გამოსავალი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაა. ეს ყველამ იცით“, – წერს ტუსკი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებას არა ვლადიმერ პუტინი, არამედ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აფერხებს. კითხვაზე, რატომ ვერ ხერხდება ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესი სახმელეთო კონფლიქტის დასრულება, ტრამპმა ერთი სიტყვით უპასუხა: „ზელენსკი“.
It is Russia who rejected the peace plan prepared by the US, not @ZelenskyyUa. The only Russian response were further missile attacks on Ukrainian cities. This is why the only solution is to strengthen pressure on Russia. And you all know it.
— Donald Tusk (@donaldtusk) January 15, 2026