დონალდ ტუსკი – არ ვაპირებ ვინმეს შეშინებას, მაგრამ მომდევნო თვეები, შეიძლება, კრიტიკული აღმოჩნდეს და ეს შეშფოთება განსაკუთრებით ბალტიის რეგიონშია ხელშესახები

01:15, 04.07.2026

არ ვაპირებ ვინმეს შეშინებას, მაგრამ მომდევნო თვეები, შეიძლება, კრიტიკული აღმოჩნდეს და ეს შეშფოთება განსაკუთრებით ბალტიის რეგიონშია ხელშესახები, – ასე უპასუხა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც რუსეთის მიერ პოლონეთში „შეზღუდული სამხედრო მასშტაბის პროვოკაციის“ განხორციელების სავარაუდო გეგმას ეხებოდა.

„ჩვენ არ შეგვეშინდება, მოვემზადებით, მაგრამ არ შეგვიძლია მისი იგნორირება. ჩვენ ვიცით საფრთხეების შესახებ, განსაკუთრებით ჩვენი მოკავშირეებისგან მიღებული ინფორმაციის წყალობით“, – დასძინა მან.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვარშავა ძალიან ინტენსიურად ემზადება სხვადასხვა სცენარისთვის.

გავრცელებული ცნობით, შეერთებულმა შტატებმა პოლონეთს ინფორმაცია გადასცა, რომ მოსკოვი პოლონეთის წინააღმდეგ შეიარაღებულ პროვოკაციას განიხილავს „ნატო-ს სიმტკიცის გამოცდის მიზნით“. მანამდე, ლატვიის დაზვერვამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ბალტიის ქვეყნების ან პოლონეთის წინააღმდეგ შესაძლო პროვოკაციებს ამზადებდა, კერძოდ, დრონებით თავდასხმებს და სხვა ჰიბრიდულ ქმედებებს, რათა ნატო-ს ქვეყნები აიძულოს, შეწყვიტონ უკრაინის მხარდაჭერა.

მსგავსი